სხულუხია და გაფრინდაშვილი 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან
სხულუხია და გაფრინდაშვილი 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეები – მირზა სხულუხია (70 კგ) და ტარიელ გაფრინდაშვილი (79 კგ) მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ.

სხულუხიამ დაძაბულ ფინალში რუსი სპორტსმენი დაამარცხა, ხოლო გაფრინდაშვილმა აზერბაიჯანელ მოჭიდავეს რამდენიმე წამში სძლია და ოქროს მედალი მოიპოვა.

97კგ წონით კატეგორიაში კი გივი მაჭარაშვილი ბელარუს სპორტსმენთან მესამე ადგილისთვის ბრძოლაში დამარცხდა.

დღესვე, 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ორმა ქართველმა მოჭიდავემ, ზურიკო ურთაშვილმა (125 კგ) და გიორგი სულავამ (74 კგ) ნახევარფინალებში იასპარეზეს და სამწუხაროდ ორივე მათგანი დამარცხდა. ისინი ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ.