სხულუხია და გაფრინდაშვილი 23 წლამდელ მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში არიან
სხულუხია და გაფრინდაშვილი 23 წლამდელ მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში არიან

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დღეს სტარტი მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატმა აიღო.

პირველ საშეჯიბრო დღეს თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ასპარეზობენ, სადაც საქართველოს სახელით ხუთი მოჭიდავე გამოვიდა.

მირზა სხულუხიამ (70 კგ) იაპონელ სენოს 6-2 მოუგო და 23-წლამდელთა მსოფლიოს პირველობის ნახევარფინალში გავიდა.  ფინალში გასასვლელად იასპარეზებს ტარიელ გაფრინდაშვილიც (79 კგ),რომელმაც ამერიკელი მაკ ბრაიდი ანგარიშით 4-2 დაამარცხა.

ნახევარფინალები თბილისის დროით 21:00 საათიდან დაიწყება