სხირტლაძე „ვიბორგში“ გადავიდა - ბედნიერი ვარ, რომ დანიაში დავბრუნდი
სხირტლაძე „ვიბორგში“ გადავიდა - ბედნიერი ვარ, რომ დანიაში დავბრუნდი

დავით სხირტლაძე კარიერას „ვიბორგში“ გააგრძელებს – „დინამო თბილისიდან“ წასული თავდამსხმელის ტრანსფერი დანიის პირველი დივიზიონის კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

ბოლოს 27 წლის თავდამსხმელი „დინამო თბილისში“ თამაშობდა, სადაც შემოდგომის მეორე ნახევარში ხუთი მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა. მანამდე პოლონეთის ჩემპიონატის გდინიას „არკაში“ იყო, სადაც 22 მატჩი და ოთხი გოლი გაიტანა. ის ახლა დანიის ფეხბურთში დაბრუნების მოლოდინშია, სადაც სუპერლიგაში 100-ზე მეტი მატჩი ჩაატარა.

„ბედნიერი ვარ, რომ დანიაში დავბრუნდი და „ვიბორგში“ ძალიან საინტერესო გამოწვევებს ველოდები. ეს არის ძლიერი კლუბი და მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავეხმარო. დანიის სუპერლიგაში დასაწინაურებლად გუნდს 11-ზე მეტი მოთამაშე სჭირდება. იმედია, რომ ჩემს ინდივიდუალურ შესაძლებლობებს გამოვაჩენ, გუნდური მოთამაშეც ვიქნები და წარმატებას ერთად მივაღწევთ“, – ამბობს დავით სხირტლაძე.

ვიბორგის“ ოფიციალურ გვერდზე კომენტარი გუნდის სპორტულმა მენეჯერმა, იესპერ ფრედბერგმა გააკეთა.

„სხირტლაძეს ძალიან კარგად ვიცნობთ და ვიცით, რომ გვყავს ტექნიკურად ძლიერი ფეხბურთელი, შესანიშნავი ინდივიდუალური თვისებებით, რომელსაც ჩვენი გუნდის გაძლიერება შეუძლია. მასთან ვისაუბრე და „ვიბორგში“ თამაშის დიდი სურვილი გამოთქვა. ის ძალიან მოტივირებულია, რომ დანიაში საკუთარი შესაძლებლობები კვლავ დაამტკიცოს. მე ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი შემადგენლობით. ამავდროულად, თავდამსხმელებისთვის ტრავმის შემთხვევაში, ჩვენ პრობლემები შეგვექმნებოდა და მოხარული ვართ, რომ სხირტლაძე მოვიწვიეთ. მას თავდასხმის ყველა პოზიციაზე თამაში შეუძლია. გვჯერა, რომ ის გაზაფხულზე მიზნების მიღწევაში დაგვეხმარება“, – ამბობს იესპერ ფრედბერგი.

დანიის პირველ დივიზიონის საშემოდგიომო ეტაპის შემდეგ „ვიბორგი“ 41 ქულით პირველ ადგილზეა და 2 ქულით უსწრებს „ესბიერგს“, სადაც ლაშა პარუნაშვილი თამაშობს.