სკანდალი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე - ყაზახეთისა და უკრაინის მატჩის გმირი დოპინგზე გამოიჭირეს #1TVSPORT
სკანდალი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე - ყაზახეთისა და უკრაინის მატჩის გმირი დოპინგზე გამოიჭირეს #1TVSPORT

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე სექტემბრის სანაკრებო მატჩები დასრულდა, მაგრამ სერიოზული სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია – ყაზახეთის ნაკრების მოთამაშეს, რუსლან ვალიულინს დოპინგის მიღება დაუდასტურდა.

პირველ სექტემბერს ყაზახეთმა უკრაინას შესარჩევის მე-4 ტურში უმასპინძლა. სტუმრები 90+7-ე წუთამდე 2:1-ს იგებდნენ, მაგრამ მატჩის მთავარი გმირი მასპინძელთა ნახევარმცველი რუსლან ვალიულინი გახდა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა და დუბლით გუნდს ქულა მოუტანა.

მატჩიდან ერთ კვირის შემდეგ ყაზახურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვალიულინი დოპინგ ტესტზე ჩავარდა. როგორც გაირკვა, სწორედ ამ მიზეზით გამოტოვა ფეხბურთელმა ბოსნიასთან თამაში, რომელიც ასევე ფრედ დასრულდა (2:2).

გულშემატკივრებს ჰქონდათ ლოგიკური კითხვა: შესაძლებელია თუ არა ბათილად გამოცხადდეს ყაზახეთი – უკრაინა მატჩის შედეგი? ერთია, თუ დოპინგი გამოუვლინდა ფეხბურთელს, რომელმაც განსაკუთრებული არაფერი აჩვენა, მაგრამ ამ შემთხვევაში, საუბარია მატჩის მთავარ პერსონაჟზე, რომელმაც ინდივიდუალური მოქმედებებით უკრაინას გამარჯვება წაართვა.

ვალიულინი კოსტანაისტობოლში“ თამაშობს. ფეხბურთელმა დოპინგის ტესტი კლუბის სხვა ფეხბურთელის, სერგეი მალის მსგავსად, კონფერენს ლიგის მე-3 ტურში „ჟილინასთან“ საპასუხო მატჩის შემდეგ ჩაიტარა.

ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაცია გამოეხმაურა ვალიულინთან დაკავშირებულ სკანდალს. მის ვებგვერდზე გაკეთებულ განცხადებაში ორგანიზაცია შეეცადა მომხდარი დაემალა და აღნიშნულია, რომ რუსლანი უკრაინასთან მატჩის შემდეგ დაშავდა.