სკალონის არგენტინის ნაკრებთან კონტრაქტს გაუგრძელებენ
სკალონის არგენტინის ნაკრებთან კონტრაქტს გაუგრძელებენ

არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლიონელ სკალონი გუნდს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირშიც უხელმძღვანელებს, – წერს არგენტინული პრესა.

ეროვნული გუნდის დირექტორი ლუის სესარ მენოტი იყო იმის ინიციატორი, რომ სკალონი დარჩენილიყო თავის პოსტზე. ცოტა ხნის წინ, მენოტი შეხვდა არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ კლაუდიო ტაპიას და მასთან სკალონისთვის ახალი კონტრაქტის პირობები შეათანხმა.

მოქმედი ხელშეკრულება 2019 წლის ბოლოს იწურება, თუმცა მალე გამოცხადდება მისი გახანგრძლივების თაობაზე.

გასული წლის აგვისტოში 41 წლის სკალონი დანიშნეს არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად, ნოემბერში კი სრულფასოვანი მწვრთნელის სტატუსი მიიღო.