„სკაი სპორტსმა“ 15 ვარსკვლავი გამოარჩია, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებენ #1TVSPORT
„სკაი სპორტსმა“ 15 ვარსკვლავი გამოარჩია, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებენ #1TVSPORT

ავტორიტეტულმა სპორტულმა გამოცემამ, „სკაი სპორტსმა“ 15 გამორჩეული ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც 2026 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშებენ.

სიაში ორი ქართველი ფეხბურთელი მოხვდა – გიორგი მამარდაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია.

ვიქტორ ოსიმენი (ნიგერია, „გალათასარაი“), ადემოლა ლუკმანი (ნიგერია, „ატალანტა“), ხვიჩა კვარაცხელია (საქართველო, პსჟ), გიორგი მამარდაშვილი (საქართველო, „ლივერპული“), ბრიან ბიუმო (კამერუნი, „მანჩესტერ იუნაიტედი“), ფრანკ ზამბო ანგისა (კამერუნი, „ნაპოლი“), დუშან ვლაჰოვიჩი (სერბეთი, „იუვენტუსი“), დომინიკ სობოსლაი (უნგრეთი, „ლივერპული“), მილოშ კერკეზი (უნგრეთი, „ლივერპული“), ალექსის სანჩესი (ჩილე, „სევილია“), ბენჟამინ შეშკო (სლოვენია, „მანჩესტერ იუნაიტედი“), იან ობლაკი (სლოვენია, „ატლეტიკო“), პიერ-ემერიკ ობამეიანგი (გაბონი, „მარსელი“), კეილორ ნავასი (კოსტა რიკა, „უნამი“), კარლოს ბალება (კამერუნი, „ბრაიტონი“).

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ჩრდილოეთ ამერიკის სამ ქვეყანაში – აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში ჩატარდება. ტურნირი 11 ივნისს დაიწყება და 19 ივლისს დასრულდება.