„სკაი სპორტსი“ - „ჩელსიმ“ სარის შემცვლელი მოძებნა
„სკაი სპორტსი“ - „ჩელსიმ“ სარის შემცვლელი მოძებნა

„ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი, შესაძლოა, უახლოეს დღეებში თანამდებობიდან გაათავისუფლონ. როგორც „სკაი სპორტსი“ (Sky Sports) ირწმუნება, „ლურჯების“ ხელმძღვანელობა სარის შემცვლელად ორ კანდიდატს განიხილავს. „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ზინედინ ზიდანი და ფრენკ ლემპარდი მოიაზრებიან.

იტალიელი სპეციალისტის დროებით შემცვლელი, შესაძლოა, მისი თანაშემწე ჯანფრანკო ძოლა გახდეს. სარის განთავისუფლების შემთხვევაში კლუბს სეზონის ბოლომდე, სავარაუდოდ იტალიელი უთავკაცებს.

„ჩელსი“ ინგლისის პრემიერლიგაში მეექვსე ადგილს იკავებს, მათ აქტივში 26 ტურის შემდეგ 50 ქულაა.