„სკაი სპორტის“ ინფორმაციით, ხაბი ალონსო მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მადრიდის „რეალს“ ჩაიბარებს #1TVSPORT
„ლევერკუზენის“ მწვრთნელმა, ხაბი ალონსომ კლუბის ხელმძღვანელობას აცნობა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ დაკავებულ თანამდებობას დატოვებს, – ინფორმაციას „სკაი სპორტის“ გერმანულენოვანი ბიურო ავრცელებს.
გავრცელებული ცნობის მიხედვით, ალონსო ზაფხულში მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი გახდება და თანამდებობაზე კარლო ანჩელოტის შეცვლის, რომელიც, დიდი ალბათობით, ბრაზილიის ნაკრებს ჩაიბარებს.
როგორც „სკაი სპორტი“ იუწყება, შესაძლოა, ალონსომ თავისი გადაწყვეტილების შესახებ დღეს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე განაცხადოს.
43 წლის ესპანელმა სპეციალისტმა სამწვრთნელო კარიერა „რეალ სოსიედადის“ B გუნდში დაიწყო. მან „ლევერკუზენი“ 2022 წელს ჩაიბარა. გასულ სეზონში მასთან ერთად გუნდმა ისტორიაში პირველად მოიგო ბუნდესლიგა და ასევე გახდა გერმანიის თასის გამარჯვებული.