„სკაი სპორტის“ ცნობით, „ნაპოლი“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე სამ კანდიდატურას განიხილავს #1TVSPORT
„სკაი სპორტის“ ცნობით, „ნაპოლი“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე სამ კანდიდატურას განიხილავს #1TVSPORT

სეზონის დასრულების შემდეგ „ნაპოლის“ დროებითი მწვრთნელი ფრანჩესკო კალცონა დატოვებს. კლუბის მესვეურები უკვე ახალი დამრიგებლის ძიებაში არიან.

„სკაი სპორტის“ ინფორმაციით, იტალიის მოქმედი ჩემპიონი მთავარი მწვრთნელის პოსტზე სამ კანდიდატურას განიხილავს – სტეფანო პიოლის, ანტონიო კონტეს და ჯან პიერო გასპერინის.

პიოლი ამჟამად „მილანს“ ავარჯიშებს და დაკავებულ თანამდებობას ისიც სეზონის დასრულების შემდეგ დაემშვიდობება. გასპერინი „ატალანტას“ უდგას სათავეში, ხოლო ანტონიო კონტე თავისუფალია.

ბოლო ცნობებით, „ნაპოლის“ პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს ყველაზე მეტად ანტონიო კონტეს კანდიდატურა ხიბლავს.

ამ მომენტისთვის „პარტენოპეის“ სერია A-ში 51 ქულა აქვს და მეშვიდე ადგილზეა. ჩემპიონატის დასრულებამდე ხუთი ტურია დარჩენილი.