„სკაი სპორტის“ ცნობით, კარლო ანჩელოტიმ, შესაძლოა, „რეალი“ აპრილის ბოლოს დატოვოს #1TVSPORT
კარლო ანჩელოტიმ მადრიდის „რეალი“ შეიძლება სეზონის დასრულებამდე დატოვოს.
Sky Sports-ის ინფორმაციით, ელოდებიან, რომ იტალიელი სპეციალისტი ესპანური კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტს ესპანეთის თასის ფინალის შემდეგ დატოვებს. ეს შეხვედრა 26 აპრილს სევილიაში გაიმართება და „რეალი“ „ბარსელონას“ დაუპირისპირდება.
ლა ლიგის დარჩენილ მატჩებში, მათ შორის 11 მაისს „ბარსელონას“ წინააღმდეგ შეხვედრაში, ანჩელოტი „რეალის“ მწვრთნელი აღარ იქნება.
მადრიდის „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ორივე მატჩი წააგო ლონდონის „არსენალთან“ (1:2, 0:3) და ტიტული დათმო. ესპანეთის ჩემპიონატში გუნდი მეორე ადგილზეა და ლიდერ „ბარსელონას“ ოთხი ქულით ჩამორჩება.