„სკაი სპორტის“ ცნობით, ალისონ ბეკერი „ჩელსისთან“ მატჩს და სანაკრებო შეხვედრებს გამოტოვებს #1TVSPORT
„ლივერპულის“ ბრაზილიელი მეკარე ალისონ ბეკერი „ჩელსისთან“ მატჩს და სანაკრებო შეხვედრებს გამოტოვებს, ხოლო კლუბის სამედიცინო შტაბი შემდეგ მას გამოკვლევას ჩაუტარებს და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, როდის დაუბრუნდეს მოედანს, – ინფორმაციას „სკაი სპორტი“ ავრცელებს.
ბრაზილიელმა ტრავმა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის მეორე ტურის მატჩში მიიღო „გალათასარაის“ წინააღმდეგ, მის ნაცვლად კი მოედანზე გიორგი მამარდაშვილი გამოჩნდა.
„ჩელსისთან“ პრემიერლიგის შეხვედრა „ლივერპულს“ 4 ოქტომბერს ელის, ხოლო ბრაზილიის ნაკრები 10 და 14 ოქტომბერს ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს სამხრეთ კორეასთან და იაპონიასთან.
დიდი ალბათობით, „ჩელსისთან“ „ლივერპულის“ კარში გიორგი მამარდაშვილს ვიხილავთ, ეს მისთვის პირველი შეხვედრა იქნება ინგლისის პრემიერლიგაში.