„სკაი სპორტი“ - ზივზივაძემ შეგნებულად გადაწყვიტა ზამთარში წასვლა, რათა „კარლსრუეს“ ფინანსური სარგებელი მიეღო #1TVSPORT
ბუდუ ზივზივაძე „ჰაიდენჰაიმში“ იმიტომ გადავიდა, რომ „კარლსრუეს“ ფინანსური სარგებელი მიეღო, – ამის შესახებ „სკაი სპორტის“ გერმანული ბიუროს რეპორტიორი ფლორიან პლეტენბერგი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
ამავე დროს, პლეტენბერგი აკონკრეტებს საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის სატრანსფერო თანხას, რომელიც transfermarkt-ზე მითითებულისგან განსხვავებულია.
„ბუდუ ზივზივაძის ტრანსფერში „ჰაიდენჰაიმმა“ „კარლსრუეს“, დაახლოებით, 1.5-2 მილიონი ევრო გადაუხადა. 30 წლის თავდამსხმელმა ჩინური კლუბის შეთავაზებაზე უარი თქვა, რადგან ბუნდესლიგაში თამაში სურდა.
მან შეგნებულად გადაწყვიტა ამ ნაბიჯის გადადგმა ახლა, ზამთარში, რათა „კარლსრუეს“ სატრანსფერო თანხა მაინც მიეღო. ზაფხულში წასვლის შემთხვევაში, უფასო ტრანსფერი იქნებოდა და ზივზივაძეს „კარლსრუე“ შემოსავლის გარეშე დაკარგავდა. „ჰაიდენჰაიმთან“ კონტრაქტი 2029 წლამდე გაფორმდა“, – წერს „სკაი სპორტის“ რეპორტიორი.