„სკაი იტალიას“ ინფორმაციით, რობერტო მანჩინი „სამპდორიაში“ დირექტორის თანამდებობაზე იმუშავებს #1TVSPORT
„სკაი იტალიას“ ინფორმაციით, რობერტო მანჩინი „სამპდორიაში“ დირექტორის თანამდებობაზე იმუშავებს #1TVSPORT

იტალიელი სპეციალისტი რობერტო მანჩინი „სამპდორიაში“ ბრუნდება და დირექტორის თანამდებობაზე იმუშავებს, – ინფორმაციას „სკაი იტალია“ ავრცელებს.

რობერტო მანჩინიმ თავისი საფეხბურთო კარიერის საუკეთესო წლები სწორედ გენუის კლუბში გაატარა. ის „სამპდორიას“ ღირსებას 1982-1997 წლებში იცავდა. ამ გუნდის მაისურით მანჩინიმ 566 მატჩი ჩაატარა და 168 გოლი გაიტანა.

რაც შეეხება მის სამწვრთნელო კარიერას, ბოლოს იტალიელი საუდის არაბეთის ეროვნულ გუნდს ედგა სათავეში და თანამდებობა 2024 წელს დატოვა.

როგორც იტალიური მედია წერს, მანჩინის მიზანი „სამპდორიასთვის“ სერია B-ში ადგილის შენარჩუნება იქნება. „სამპდორია“ იტალიის რანგით მეორე ლიგაში ბოლოდან მესამე, მე-18 პოზიციაზეა.