„სივასპორმა“ ბათუმელებთან მატჩამდე ნიგერიელი ნახევარმცველი დაიმატა #1TVSPORT
„სივასპორმა“ ბათუმელებთან მატჩამდე ნიგერიელი ნახევარმცველი დაიმატა #1TVSPORT

ბათუმის „დინამოსთან“ კონფრენს ლიგაზე თამაშამდე, „სივასპორმა“ ახალი მოთამაშე დაიმატა, ნახევარმცველი აზუბუიკე ოკეჩუკუ, – ამის შესახებ კლუბის ოფიციალური გვერდი იუწყება.

„ჩვენი გუნდი აგრძელებს ახალი ტრანსფერების განხორციელებას. ახლა „ბაშაკშეჰირთან“ 2021-2022 წლების სეზონის ბოლომდე შეთანხმებას მივაღწიეთ აზუბუიკე ოკეჩუკუს იჯარაზე, რომელიც ნახევარმცველია. ოკეჩუკუმ, რომელიც უკვე სივასში ჩამოვიდა, კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა. მივესალმებით აზუბუიკეს „სივასპორში“ და ვუსურვებთ მათ წარმატებას ჩვენს წითელ და თეთრ მაისურებში“, – წერია „სივასპორის“ პრესსამსახურის განცხადებაში.

აზუბუიკე ოკეჩუკუ ნიგერიის ნაკრების წევრია, მაგრამ მისი ფორმით მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა. წინა სეზონი „ბაშაკშეჰირში“ ირიცხებოდა და კლუბის ფორმა 9 შეხვედრაში მოირგო. 1997 წლის 19 აპრილს ნიგერიაში დაბადებული მოთამაშის საფეხბურთო კარიერა „ნიგერ ტორნადოში“ დაიწყო. შემდეგ ითამაშა „ბაიელსა იუნაიტედში“, „მალათიასპორში“, „პირამიდსში“, „რიზესპორსა“ და „ბაშაქშეჰირში“. 24 წლის ფეხბურთელმა კარიერაში 153 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 4 პასი გააკეთა.