„სივასპორის“ პრეზიდენტი - ბათუმის „დინამოსთან“ ურთულესი მატჩი გვქონდა #1TVSPORT
„სივასპორის“ პრეზიდენტი - ბათუმის „დინამოსთან“ ურთულესი მატჩი გვქონდა #1TVSPORT

სივასპორის“ პრეზიდენტი მეკნუნ ოტიაკმაზმა ბათუმის „დინამოსთან“ ორი მატჩის ჯამში გამარჯვებით და შემდეგ ეტაპზე გასვლით გახარებულია და თურქულ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

„ამ ეტაპზე ბოლო 15 წუთის განმავლობაში ნაჩვენები კარგი თამაში საკმარისი იყო იმისთვის, რომ მოგვეგო. ვულოცავთ ჩვენს ფეხბურთელებს და ჩვენს ტექნიკურ გუნდს. მე ამას ჩვენს გულშემატკივრებს ვუძღვნი“, – განაცხადა მექნუნ ოტიაკმაზმა.

სივასპორის“ პრეზიდენტმა ბათუმის „დინამოზეც“ ილაპარაკა.

„ამიერიდან ჩვენ „კოპენჰაგენზე“ ვფიქრობთ. ბათუმის „დინამომ“ წელს 23-ე მატჩი ჩაატარა. ჩვენ მისი ძალა მოედანზე ვნახეთ. იყო რაღაც შეცდომა და გარკვეულ პერიოდში თამაშის კონტროლი დავკარგეთ. ვფიქრობ, ჩვენ მალე უკეთესი გუნდი ვიქნებით. ეს მართლაც ურთულესი მატჩი იყო“.

მეკნუნ ოტიაკმაზის თქმით, მიმდინარე გათამაშებაში თურქულმა კლუბებმა უეფა-ს რეიტინგში პოზიცია გაიუმჯობესეს.

„ბოლო წლებში ჩვენ საფრთხის წინაშე აღმოვჩნდით. ძალიან სასიამოვნოა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენთვის, რომ „ტრაბზონსპორთან“ და „გალათასარაისთან“ ერთად, ევროსარბიელზე გამოსვლას ვაგრძელებთ. ჩვენმა სამმა გუნდმა თურქეთს რეიტინგში ბევრი ქულა მოუტანა. თუ სამივე გუნდი ჯგუფში გავა, ვფიქრობ, რომ უახლოეს წლებში პოზიციების დაკარგვის საფრთხე გაქრება“.

დატოვე კომენტარი