„სივასპორის“ მწვრთნელი - ბათუმის „დინამომ“ ძალიან კარგად ითამაშა #1TVSPORT
„სივასპორის“ მწვრთნელი - ბათუმის „დინამომ“ ძალიან კარგად ითამაშა #1TVSPORT

სივასპორის“ მთავარმა მწვრთნელმა რიზა ჩალიმბეიმ პრესკონფერენციაზე ბათუმის „დინამოსთან“ კონფერენს ლიგის მეორე მატჩის (1:1) და შემდეგ ეტაპზე გასვლის შესახებ კომენტარი გააკეთა და ბათუმის „დინამო“ შეაქო.

„ჩვენ ორი მატჩის ჯამში კარგ გამარჯვებას მივაღწიეთ. ეს გამარჯვება ჩვენი გულშემატკივარის, ფეხბურთელების და კლუბის ერთიანობის შედეგია. გამარჯვება მაშინ მოვიდა, როდესაც მათი მხარდაჭერა და ჩვენი გუნდის ბრძოლისუნარიანობა გაერთიანდა. ამიტომ ამ წარმატებას ჩვენს გულშემატკივრებს ვუძღვნით“, – განაცხადა რიზა ჩალიმბეიმ.

სივასპორის“ მთავარმა მწვრთნელმა თქვა, რომ მატჩი ისე წარიმართა, როგორც ელოდა.

„მოწინააღმდეგე გუნდს კარგად ვიცნობდით. ბათუმის „დინამომ“ ძალიან კარგად ითამაშა, კონტრშეტევებზე სახიფათო იყო და შედეგებს მიაღწია, განსაკუთრებით გასვლით მატჩებში. ჩვენ ვერ შევაფასეთ ბევრი რამ ან არ გაგვიმართლა. მაგრამ გოლის შემდეგ თამაშიდან არ გამოვთიშულვართ. გოლის გაშვების შემდეგ, ეფექტურად ვითამაშეთ, წაგებას არ შევეგუეთ და დიდი ძალებით შევუტიეთ. ამ დროს ჩვენი თამაშის სისტემა შეცვალეთ“.

მისი თქმით, „სივასპორის“ თამაში მოედანზე შესულმა ფეხბურთელებმა გამოაცოცხლეს.

„ისინი ძალიან ეფექტურები იყვნენ და ეს მატჩი მოგვაგებინეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია – შემცვლელები იგებენ მატჩს და აგებენ კიდეც. როდესაც ისინი მოედანზე მონდომებით შედიან, იმარჯვებენ, მაგრამ როდესაც უხალისოდ შედიან, გუნდი აგებს“.