სიურპრიზი „კოპენჰაგენის“ განაცხადში - ხოჭოლავა სათამაშოდ მზად არის #1TVSPORT
სიურპრიზი „კოპენჰაგენის“ განაცხადში - ხოჭოლავა სათამაშოდ მზად არის #1TVSPORT

დანიის სუპერლიგაში 18:00 საათზე „პარკენ არენაზე“ დაიწყო 22-ე ტურის მატჩი „კოპენჰაგენსა“ და „ვიბორგს“ შორის, რომლის ოქმშიც სიურპრიზია – მასპინძელთა შემადგენლობაში მოულოდნელად დავით ხოჭოლავა გამოჩნდა.

მოულოდნელი ისაა, რომ 18 მარტს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ჯვაროსნების“ შემადგენლობაში ცვლილება მოხდა და დათა ხოჭოლავა გუნდის შეკრებაზე აღარ გამოცხადდებოდა.

ამ ცნობის მიხედვით, დავით ხოჭოლავა მარტში გასამართი მატჩებისთვის გამოძახებულ ფეხბურთელთა სიას მუხლის ტრავმის გამო გამოაკლდა. მის ნაცვლად ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა გუნდში ბათუმის „დინამოს“ მცველი მამუკა კობახიძე გამოიძახა.

უცნობია, სინამდვილეში რა მოხდა – როგორ გავიდა ფეხბურთელი დანიის სუპერლიგის 22 ტურში მოედანზე, თუ ტრავმირებულია.