სიურპრიზი დაუშვილისთვის - ქართველ ნახევარმცველს გუნდმა დაბადების დღე მიულოცა #1TVSPORT
სიურპრიზი დაუშვილისთვის - ქართველ ნახევარმცველს გუნდმა დაბადების დღე მიულოცა #1TVSPORT

მურთაზ დაუშვილს ფამაგუსტას „ანორთოსისში“ თანაგუნდელებმა და მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ სასიამოვნო სიურპრიზი მოუწყვეს – გუნდის ვარჯიშის შემდეგ დაბადების დღე ტორტით და დელიკატესებით მიულოცეს.

მურთაზ დაუშვილის თანაგუნდელებმა, ტექნიკურმა სტაფმა და თანამშრომლებმა მასთან ერთად აღნიშნეს „ბუმბას“ (გუნდში მისი ზედმეტსახელია) დღეობა, როდესაც დღეს 32 წლის გახდა. ფოტოები მურთაზის თანაგუნდელმა და მეგობარმა, გიორგი ქვილითაიას სოციალურ ქსელში გაავრცელა.

მურთაზ დაუშვილი ფამაგუსტას „ანორთოსისში“ 2019 წლიდან თამაშობს და მისი ფორმით 42 მატჩში ერთი გოლი გაიტანა. 32 წლის საყრდენი ნახევარმცველს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2008 წლიდან იწვევენ, რომლის ფორმითაც 34 მატჩი ჩაატარა.