„სიტიმ“ და „ჩელსიმ“ სტერლინგის ტრანსფერზე მოილაპარაკეს #1TVSPORT
„სიტიმ“ და „ჩელსიმ“ სტერლინგის ტრანსფერზე მოილაპარაკეს #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტის“ ფორვარდი რაჰიმ სტერლინგი ახლოს არის ლონდონის „ჩელსიში“ გადასვლასთან.

როგორც Sky Sports ირწმუნება, კლუბებმა ერთმანეთში უკვე შეათანხმეს 27 წლის ფორვარდის ტრანსფერი. „ჩელსი“ სტერლინგის სანაცვლოდ 47.5 მილიონ ფუნტს გადაიხდის. კიდევ 10 მილიონს „სიტი“ ბონუსების სახით მიიღებს.

ასევე ლონდონური კლუბი განიხილავს „იუვენტუსიდან“ მატეის დე ლიგტისა და „მანჩესტერ სიტიდან“ ნათან აკეს შეძენის ვარიანტებს.

გასულ სეზონში 27 წლის სტერლინგმა 47 მატჩი ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და ცხრა შედეგიანი გადაცემა შეასრულა.