„სიტი“ სანეს სანაცვლოდ „ბაიერნს“ 137 მილიონ ფუნტს სთხოვს
„სიტი“ სანეს სანაცვლოდ „ბაიერნს“ 137 მილიონ ფუნტს სთხოვს

„მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელმა ლეროი სანემ ამ ზაფხულს შესაძლოა კლუბი დატოვოს, – იტყობინება „სკაი სპორტსი“ (Sky Sports). წყაროს ცნობით, ბაიერნი 23 წლის ფეხბურთელით სერიოზულადაა დაინტერესებული, „ქალაქელები“ კი მასში 137 მილიონი ფუნტის აღებას გეგმავენ. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ გერმანელებმა „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელში 73 მილიონი ფუნტი შესთავაზეს, მაგრამ როგორც ჩანს ინგლისელები სანეში ბევრად მეტის აღებას აპირებენ.

2018/2019 წლების სეზონზე თავდამსხმელმა „სიტის“ რიგებში 47 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 16 გოლი და გააკეთა 18 შედეგიანი გადაცემა. პორტალი „ტრანსფერმარკეტი“ (transfermarkt.de) ფეხბურთელს 100 მილიონ ევროდ აფასებს.

დატოვე კომენტარი