სიტი-რეალის მატჩი ჩაშლის პირასაა
სიტი-რეალის მატჩი ჩაშლის პირასაა

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებითი მატჩის ჩატარება „მანჩესტერ სიტისა“ და „რეალს“ შორის ჩაშლის პირას არის.

როგორც გაზეთი „მარკა“ წერს, დიდ ბრიტანეთში შემოიღეს 14-დღიანი კარანტინი ესპანეთიდან შემსვლელთათვის, რადგან ამ ქვეყანაში ისევ დაფიქსირდა კორონავირუსის აფეთქება. თამაში დაგეგმილია 7 აგვისტოს და ის მანჩესტერში „იტიჰადის“ სტადიონზე უნდა გაიმართოს.

თუ მატჩის გამართვა ინგლისში შეუძლებელი იქნება, უეფა განიხილავს მისი პორტუგალიაში გადატანის შესაძლებლობას. სწორედ პორტუგალიაში უნდა გამართოს ჩემპიონთა ლიგის გათამაშება მეოთხედფინალიდან ფინალის ჩათვლით.

პირველი შეხვედრა თებერვალში, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართა და „სიტიმ“ ანგარიშით 2:1 მოიგო.