„სიტი“ და „იუვენტუსი“ მცველების გაცვლის თაობაზე შეთანხმდნენ
„სიტი“ და „იუვენტუსი“ მცველების გაცვლის თაობაზე შეთანხმდნენ

„მანჩესტერ სიტი“ და ტურინის „იუვენტუსი“ დანილოსა და კანსელოს გაცვლაზე შეთანხმდნენ. ამასთანავე, „ქალაქელები“ იტალიელებს 35 მილიონ ევროსაც დაუმატებენ, – იტყობინება „გაძეტა დელო სპორტის“ (La Gazzetta dello Sport) ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.

დანილო ტურინულ კლუბში წელიწადში 3.5 მილიონ ევროს მიიღებს, კანსელო კი ინგლისელებთან ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს და წლიურად 4.5 მილიონ ფუნტს და ბონუსებს მიიღებს.