სირიის საკითხზე ცხრა ქვეყანამ გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის ჩატარება მოითხოვა
სირიის საკითხზე ცხრა ქვეყანამ გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის ჩატარება მოითხოვა

სირიაში შესაძლო ქიმიური თავდასხმის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის ჩატარება ცხრა ქვეყანამ მოითხოვა. მათ შორის არის საბჭოს მუდმივი წევრები აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი.

სხდომის მოწვევას ითხოვს პოლონეთი, ნიდერლანდები, შვედეთი, ქუვეითი, პერუ და კოტდიუვარი.

შეგახსენებთ, რომ სირიაში მყოფი მოხალისეებისა და ექიმების ცნობით, ქალაქ დუმაში 8 აპრილს მომწამვლელი ნივთიერება ზარინი გაუშვეს. ბოლო ცნობებით, დაიღუპა სულ მცირე 70 ადამიანი. მათ შორის ბავშვები და ქალები.
აშშ-ის პრეზიდენტმა მომხდარზე პასუხისმგებლობა სირიის, რუსეთისა და ირანის ხელისუფლებას დააკისრა. დამასკოში, მოსკოვსა და თეირანში ქიმიური შეტევის შესახებ ინფორმაციას “ფაბრიკაცია” უწოდეს.