სირიის ქალაქ სვეიდაში, საპროტესტო აქციაზე ორი ადამიანი დაიღუპა
სირიის ქალაქ სვეიდაში, საპროტესტო აქციაზე ორი ადამიანი დაიღუპა

სირიის ქალაქ სვეიდაში, მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე ორი ადამიანი დაიღუპა. მედიის ცნობით, რამდენიმე ასეული დემონსტრანტი ადგილობრივი სახელისუფლებო ადმინისტრაციის შენობას თავს დაესხა, რასაც აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოჰყვა.

აქციის მონაწილეების ნაწილი გუბერნატორის ადმინისტრაციაში შეიჭრა და ოფიციალური ქაღალდები დაწვა. ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, სვეიდას მოსახლეობამ სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის გადადგომა მოითხოვა.

სირიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დემონსტრანტებმა ქალაქის პოლიციის შენობების დაკავებაც სცადეს. შეტაკებისას ერთი პოლიციელი დაიღუპა. ორმხრივი სროლის შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ერთი მოქალაქე თავში მიყენებული ჭრილობების შედეგად დაიღუპა.