სირიის მედიის ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო სისტემამ ისრაელის სარაკეტო იერიში მოიგერია
სირიის მედიის ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო სისტემამ ისრაელის სარაკეტო იერიში მოიგერია

სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემამ დედაქალაქ დამასკოსთან ისრაელის სამხედრო აგრესია მოიგერია, – ამის შესახებ ინფორმაციას სირიის სამთავრობო სააგენტო „სანა“ ავრცელებს.

როგორც სააგენტო წერს, ისრაელმა საჰაერო აგრესია გოლანის მაღლობებიდან განახორციელა და დამასკოს მახლობლად ხმელეთზე რამდენიმე სამიზნეზე მიიტანა იერიში, თუმცა სირიის არმიამ რაკეტების უმრავლესობა გაანეიტრალა.