სირიის კრიზისის დარეგულირების მიზნით, ასტანაში შეხვედრა 28-29 ნოემბერს ჩატარდება
სირიის კრიზისის დარეგულირების მიზნით, ასტანაში შეხვედრა 28-29 ნოემბერს ჩატარდება

სირიის კრიზისის დარეგულირების მიზნით, ასტანაში მორიგი შეხვედრა 28-29 ნოემბერს ჩატარდება.

ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, კაირატ აბდრახმანოვის თქმით, შეხვედრას „ასტანის პროცესის“ გარანტორი ქვეყნების: რუსეთის, თურქეთისა და ირანის წარმომადგენლები, ასევე სირიის მთავრობისა და სირიის შეიარაღებული ოპოზიციის წევრები დაესწრებიან.

შეხვედრაზე დამკვირვებლის სტატუსით იქნებიან წარმოდგენილი გაერო და იორდანია.

ყაზახეთის დედაქალაქში სირიის კრიზისის დარეგულირების მიზნით უკვე ათი შეხვედრა გაიმართა. ე.წ. ასტანის პროცესის მთავარი შედეგი სირიაში დეესკალაციის ზონების შექმნაა.

ასტანის ფორმატში უმაღლეს დონეზე ბოლო შეხვედრა სოჭში 30-31 ივლისს ჩატარდა.