სირიის ხელისუფლება ტერორისტულ ჯგუფებს იდლიბში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს
სირიის ხელისუფლება ტერორისტულ ჯგუფებს იდლიბში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს

სირიის ხელისუფლება ტერორისტულ ჯგუფებს იდლიბში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. სირიის სამთავრობო სააგენტო „სანას“ ინფორმაციით, ტერორისტულმა ჯგუფებმა იდლიბის რეგიონის სოფლები დაბომბეს და მოსახლეობას მატერიალური ზარალი მიაყენეს.

სირიის სამთავრობო არმიამ მოწინააღმდეგეს საპასუხო ცეცხლი გაუხსნა. სირიის სამთავრობო სააგენტო თურქეთს ტერორისტული ჯგუფების მხარდაჭერაში სდებს ბრალს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სირიის სამთავრობო არმიის პოზიციები ალეპოს დასავლეთ რეგიონშიც დაიბომბა.

„სანა“ წერს, რომ სამთავრობო არმიის ჯარისკაცებმა ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. იდლიბის რეგიონში ცეცხლის შეწყვეტაზე რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები 5 მარტს შეთანხმდნენ.