სირიის იდლიბის პროვინციაში თურქეთის სადამკვირვებლო პუნქტზე თავდასხმა განხორციელდა
სირიის იდლიბის პროვინციაში თურქეთის სადამკვირვებლო პუნქტზე თავდასხმა განხორციელდა

სირიის იდლიბის პროვინციაში თურქეთის სადამკვირვებლო პუნქტზე კიდევ ერთი თავდასხმა განხორციელდა. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სადამკვირვებლო პუნქტის წინააღმდეგ სირიის სამთავრობო ძალების მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან სამი საარტილერიო ჭურვი ისროლეს, თუმცა ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. თურქეთის თავდაცვის უწყებაში თქვეს, რომ დაბომბვა რუსეთის მიერ მიღებული დაუყოვნებლივი ზომების შემდეგ შეწყდა.

იდლიბის პროვინციაში თურქეთის მიერ კონტროლირებული სადამკვირვებლო პუნქტი ნომერი 10, 13 და 27 ივნისსაც დაბომბეს. სირიაში დეესკალაციის ზონები თურქეთის, რუსეთის და ირანის მოლაპარაკების შედეგად შეიქმნა.

დატოვე კომენტარი