სირიიდან ისრაელის მიმართულებით ოთხი რაკეტა ისროლეს
სირიიდან ისრაელის მიმართულებით ოთხი რაკეტა ისროლეს

სირიიდან ისრაელის მიმართულებით ოთხი რაკეტა ისროლეს. განგაშის სიგნალი გოლანის მაღლობებთან ჩაირთო. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათმა“ რაკეტები გაანეიტრალა. ინციდენტი გამთენიისას მოხდა.

იმავე დროს, სირიის სამთავრობო გამოცემა „სანამ“ დაწერა, რომ დედაქალაქ დამასკოს აეროპორტის მახლობლად რამდენიმე აფეთქება მოხდა. ისრაელის თავდაცვის სამინისტროში დამასკოში მომხდარ აფეთქებებზე კომენტარს არ აკეთებენ.

ისრაელი გოლანის მაღლობებს 1967 წლის შემდეგ აკონტროლებს.