სირიაში თვითმკვლელმა ტერორისტმა აშშ-ის სამხედრო პატრული ააფეთქა
სირიაში თვითმკვლელმა ტერორისტმა აშშ-ის სამხედრო პატრული ააფეთქა

სირიის ქალაქ მანბიჯში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს თვითმკვლელმა ტერორისტმა აშშ-ის სამხედრო პატრული ააფეთქა. ტერაქტის შედეგად 14 ადამიანია დაღუპული.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფეთქებას 2-დან 5-მდე ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა, 20-მდე ადამიანი კი, დაშავდა.

აფეთქება ქალაქში, რესტორნისა და ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. შემთხვევის ადგილზე გამოჩნდა აშშ-ის სამხედრო ვერტმფრენიც, რომელიც სამხედრო პატრულის ევაკუაციას ახდენს.

გავრცელებული ცნობით, აფეთქების დროს რესტორანში ადგილობრივი სამხედრო საბჭოს წევრები იმყოფებოდნენ. დაღუპულთა და დაშავებულთა შორის არიან მშვიდობიანი მოქალაქეები.