სირიაში აშშ-ის სამხედრო ბაზის წინააღმდეგ სარაკეტო იერიში განხორციელდა
სირიაში აშშ-ის სამხედრო ბაზის წინააღმდეგ სარაკეტო იერიში განხორციელდა

სირიაში აშშ-ის სამხედრო ბაზის წინააღმდეგ სარაკეტო იერიში განხორციელდა. სირიის სამთავრობო მედიის ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმა დეირ ეზორის პროვინციაში, ალ-ომარის ნავთობსაბადოს მახლობლად მოხდა.

გავრცელებული ცნობით, რამდენიმე რაკეტა სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ჩავარდა. სირიის ხელისუფლების ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ამერიკული თვითმფრინავების ხშირი ფრენები შეინიშნება, თუმცა ბაზაზე მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ამერიკული სამხედრო ბაზის წინააღმდეგ თავდასხმა ბოლო ერთ კვირაში უკვე მეორედ მოხდა. სირიის მედია წერს, რომ ამერიკელმა სამხედროებმა ბაზები ნავთობსაბადოებთან მოაწყვეს, რათა დაქირავებულ მებრძოლებთან ერთად, ქვეყნიდან ნავთობი გაიტანონ.