სირია და იორდანია საერთო საზღვრის გახსნაზე შეთანხმდნენ
სირია და იორდანია საერთო საზღვრის გახსნაზე შეთანხმდნენ

სირია და იორდანია საერთო საზღვრის გახსნაზე შეთანხმდნენ. სირიის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ნასიბის სასაზღვრო გამშვები პუნქტი 15 ოქტომბერს გაიხსნება.

„ეს იყო უმნიშვნელოვანესი სავაჭრო არტერია იორდანიასა და სირიას შორის და სხვა ქვეყნებთან სატრანზიტო მიმოსვლისთვის“, – განაცხადა იორდანიის მთავრობის პრესსპიკერმა, ჯუმანა ღუნაიმატმა.

სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე სირიის არმიამ კონტროლი მიმდინარე წლის ივლისში დაამყარა. აღნიშნულ ტერიტორიას სირიელი ამბოხებულები 2015 წლიდან აკონტროლებდნენ.