„სიონში“ დიდი ცვლილებებია - მცველთა ტრიო წავიდა, ბომბარდირი დარჩა, გაფრინდაშვილი დაბრუნდა #1TVSPORT
„სიონში“ დიდი ცვლილებებია - მცველთა ტრიო წავიდა, ბომბარდირი დარჩა, გაფრინდაშვილი დაბრუნდა #1TVSPORT

ბოლნისის „სიონმა“ 2025 წლის სეზონისთვის დაკომპლექტება დაიწყო. გუნდის მთავარი მწვრთნელის, გიორგი ჭელიძის თქმით, სელექცია დაწყებულია და მიმდინარეობს ფეხბურთელებთან მოლაპარაკება.

კონტრაქტი დაუმთავრდა და „სიონი“ დატოვა მცველთა სამეულმა – 34 წლის ლევან ქურდაძემ, რომელიც გუნდის ღირსებას 2023 წლის სეზონიდან იცავდა და „სიონის“ მაისურით 50 მატჩი ჩაატარა (3 გოლი). ახალ გუნდს ასევე მოძებნიან ანდრო ნემსაძე და ივანე ხაბელაშვილი.

2025 წლის სეზონში „სიონის“ მაისურს მოირგებს დათა სიჭინავა – ბოლნისელების გამოცდილი ვიცე-კაპიტანი, რომელმაც გასულ სეზონში გუნდის ფორმით 33 მატჩი ჩაატარა და 21 გოლი გაიტანა.

„სიონში“ დაბრუნდა გიორგი გაფრინდაშვილი – 29 წლის მცველი ბოლნისელებს გორის „დილადან“ შეუერთდა. ის ბოლნისელია, გულშემატკივარი კარგად იცნობს და წლების განმავლობაში „სიონის“ ღირსებას იცავდა. გუნდის ხელმძღვანელობამ ასევე დაიმატა, 24 წლის მცველი ირაკლი ჯავახიშვილი, რომელიც ბოლოს „ვიტ ჯორჯიაში“ თამაშობდა.