„სიონს“ დავით ქოქიაშვილი გაწვრთნის
„სიონს“ დავით ქოქიაშვილი გაწვრთნის

ბოლნისის „სიონმა“ ახალი მთავარი მწვრთნელი წარადგინა. გუნდის პრეს-სამსახურის ცნობით, ამიერიდან ბოლნისელებს დავით ქოქიაშვილი გაწვრთნის.

37 წლის სპეციალისტმა კლუბთან კონტრაქტი დღეს გააფორმა და ხვალიდან უკვე სამწვრთნელო საქმიანობას შეუდგება. დავით ქოქიაშვილი ბოლნისის „სიონის“ ახალმა ხელმძღვანელმა, ლევან სანიკიძემ წარადგინა.

დავით ქოქიაშვილი ახლო წარსულში პერსპექტიული ფეხბურთელი იყო, რომელსაც საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებსა და მოსკოვის „სპარტაკის“ დუბლშემადგენლობაში უთამაშია.

სამწვრთნელო სფეროში ქოქიაშვილი გულშემატკივრებს საგარეჯოს „გარეჯი 1960“-ში მუშაობით დაამახსოვრდათ. მისი ხელმძღვანელობით 2019 წელს, მეოთხე ლიგის კლუბი საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალში გავიდა.