„სიონმა“ ზედიზედ მეორედ მოიგო - კირკიტაძემ ისევ გაიტანა
„სიონმა“ ზედიზედ მეორედ მოიგო - კირკიტაძემ ისევ გაიტანა

ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში 21-ე ტურის პირველი შეხვედრა გაიმართა – „მიხეილ მესხი 2“-ზე ბოლნისის „სიონმა“ უშუალო კონკურენტს, ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლა და ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა.

ბოლნისელებმა პირველ ტაიმში მეტოქის კარი ორჯერ აიღეს – მე-19 წუთზე ანგარიში ალეკო კოშკაძემ გახსნა, 27- ე წუთზე კი „სიონის“ უპირატესობა დათო კირკიტაძემ გაზარდა, რომელმაც ბოლო 2 შეხვედრაში უკვე 4 გოლი გაიტანა. საბოლოოდ, „სიონმა“ 2:0 მოიგო, 21 ტურის შემდეგ 19 ქულა დააგროვა, „რუსთავს“ გადაასწრო და მე-7 ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო „კოლხეთი“ 8 ქულით ისევ ბოლო, მე-10 ადგილზეა.

შაბათს, 18 აგვისტოს, ტურის კიდევ ორი მატჩი გაიმართება – ივანწმინდას ცენტრალურ სტადიონზე საჩხერეს „ჩიხურა“ „რუსთავს“ შეხვდება, ხოლო თბილისის „დინამო“ 20:00 საათზე „დინამო – არენაზე“ „სამტრედიას“ უმასპინძლებს.

ტურის ცენტრალური შეხვედრა კვირას, 19 აგვისტოს დაიგეგმა – გათამაშების ლიდერი „საბურთალო“, 19:00 საათზე, „მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის“ მთავარ არენაზე გორის „დილას“ უმასპინძლებს. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.