ბოლნისში გამართული კრისტალბეტ ეროვნული ლიგის მე-4 ტურის შეხვედრა დაძაბული გამოდგა – სიონმა გამარჯვება შეხვედრის დასრულებამდე რადენიმე წუთით ადრე მოიპოვა.
ბოლნისელებმა თამაზ სტეფანიაზე ვიტ ჯორჯიას უმასპინძლებს, რომელსაც მიმდინარე სეზონში წაგება არ ჰქონდა. შეხვედრის ბედი 87-ე წუთზე გადაწყდა: ფლანგური გადაცემით ზვიად სიხარულიამ ისარგებლა.
მატჩის ბოლოს მოედანზე ვითარება აირია: სიონის მცველ ნიკა აფაქიძესთან კონფლიქტისთვის სტუმართა თავდამსხმელი ზურაბ ღირდალაძე მოედნიდან გააძევეს.
საბოლოოდ, სიონმა 1:0 გაიმარჯვა და სატურნირო ცხრილში 7 ქულით მეორე ადგილზე დაწინაურდა, ხოლო ვიტ ჯორჯია სეზონში პირველად დამარცხდა და მე-6 პოზიციაზეა.