სიონმა შანსით ისარგებლა - ბოლნისელებმა კაცნაკლული დინამო დაამარცხეს
სიონმა შანსით ისარგებლა - ბოლნისელებმა კაცნაკლული დინამო დაამარცხეს

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე ტურის მორიგ შეხვედრაში მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა: ბოლნისის თამაზ სტეფანიას სახელობის არენაზე სიონმა თბილისის დინამო მიიღო და ადგილობრივი ქომაგის სასიხარულოდ, სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ანგარიში თბილისელებმა 28-ე წუთზე, დმიტრო ივანისენიას გოლით გახსნეს. თუმცა 43-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა მოედნიდან დინამოს კაპიტანი გუჯა რუხაია გააძევა და სტუმართა კარში პენალტი დანიშნა, რომელიც ჯაბა უგულავამ უნაკლოდ გამოიყენა – 1:1.

სიონმა რიცხობრივი უპირატესობით მეორე ტაიმშიც ისარგებლა – 69-ე წუთზე ბოლნისელები ვილი ისიანმა დაააწინაურა, რომელმაც დათო კირკიტაძის გადაცემის შემდეგ ეფექტური გოლი გაიტანა – 2:1.

დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და სიონმა მიმდინარე ჩემპიონატში პირველი სამი ქულა მოიპოვა.