„სიონმა“ შანსი გამოიყენა,  „ჩიხურა“ ისევ სახიფათო ზონაშია
„სიონმა“ შანსი გამოიყენა,  „ჩიხურა“ ისევ სახიფათო ზონაშია

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგის 32-ე ტურის უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ბოლნისის „თამაზ სტეფანია არენაზე“ გაიმართა – „სიონმა“ საჩხერის „ჩიხურას“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.

ანგარიში 39-ე წუთზე სტუმართა თავდამსხმელმა გიორგი ფანცულაიამ გახსნა და „ჩიხურა“ დააწინაურა 0:1. ბოლნისელებმა თამაშის შემოტრიალება მატჩის მიწურულს მოახერხეს: 76-ე წუთზე, სტუმართა კარი ზურაბ ჯაფიაშვილმა აიღო და წონასწორობა აღადგინა. 83-ე წუთზე, „სიონის“ მოთამაშემ, საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, დავით თარგამაძემ მცველი ჩამოიტოვა, მეკარესთან პირისპირ დარჩა და ბოლნისელებს უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუპოვა 2:1.

საჩხერელები 38 ქულის ამარა დარჩნენ და ქუთაისის „ტორპედოს“ (40 ქულა) გადასწრების შანსი ხელიდან გაუშვეს, ხოლო „სიონმა” 35 ქულა დააგროვა, „რუსთავს“ (34 ქულა) გადაასწრო და მერვეზე ადგილზე დაწინაურდა.  გუნდმა საჩხერელებთან ჩამორჩენაც მინიმალურამდე შეამცირა და ლიგაში ადგილის პლეი აუტის გარეშე შენარჩუნების შანსი შეინარჩუნა.

ტურის დარჩენილი სამი შეხვედრა ხვალ, 27 ოქტომბერს გაიმართება: 32-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა თბილისში, „მიხეილ მესხზე“ გაიმართება: მესამეადგილოსანი „საბურთალო“ (60 ქულა) თბილისის „დინამოს“ (62 ქულა) უმაპინძლებს. მოგების შემთხვევაში, თბილისის „დინამო“ ლიდერს, ბათუმის „დინამოს“ გადაასწრებს. ამ უმნიშვნელოვანესი მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს მეორე არხი 15:00 საათიდან შემოგთავაზებთ.

კვირა, 27 ოქტომბერი

რუსთავი – ტორპედო

14:00. ტექნიკური ცენტრი – რუსთავი

საბურთალო – დინამო თბ

15:00. მიხეილ მესხი – თბილისი (მეორე არხი)

ლოკომოტივი – დილა

18:00. მიხეილ მესხი 2 – თბილისი