„სიონმა“ „საბურთალოს“ ამხანაგური მოუგო
„სიონმა“ „საბურთალოს“ ამხანაგური მოუგო

ეროვნული ლიგის გუნდებმა სანაკრებო პაუზით ისარგებლეს და ამხანაგური მატჩი გამართეს. ბოლნისის „სიონი“ ეროვნული ლიგის ლიდერს, „საბურთალოს“ ესპარინგა და დაამარცხა.

ბოლნისელებმა მატჩი ანგარიშით 3:1 მოიგეს. „სიონიდან“ თავი უკრაინელმა ლეგიონერმა სერგეი ტრეტიაკმა (რომელმაც ტრავმა ახლახანს მოიშუშა), ვილი ისიანმა და ბიძინა მახარობლიძემ გამოიჩინეს, ხოლო „საბურთალოდან“ გურამ გოშთელიანმა.

„სიონი“ კალენდარულ შეხვედრას 25 ნოემბერს თბილისის „ლოკომოტივის“ წინააღმდეგ გამართავს, ხოლო „საბურთალო“ ეროვნული ლიგის ტურის ცენტრალურ შეხვედრაში თბილისის „დინამოს“ დაუპირისპირდება და აქვს შანსი, სეზონის დასრულბამდე სამი ტურით ადრე ჩემპიონობა მოიპოვოს.