„სიონმა“ ორი ფეხბურთელი დაიმატა
„სიონმა“ ორი ფეხბურთელი დაიმატა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-19 ტურში ბოლნისის „სიონი“ ქუთაისის „ტორპედოს“ ორი ახალწვეულით ესტუმრება.

წყალტუბოში, 26 მაისის სახელობის სტადიონზე გასამართი შეხვედრისთვის ბოლნისელებთან ერთად მეკარე ოთო გოშაძე მოიწვია და შემტევი ნახევარმცველი ბექა გვარაძე ემზადებიან.

„სიონის“ მთავარმა მწვრთნელმა თემურ შალამბერიძემ გუნდის გასაძლიერებლად გოშაძე ბათუმის „დინამოდან“ მიიწვია, ხოლო გვარაძე – „საბურთალოდან“. პირველის ტრანსფერის დეტა ლები ჯერ უცნობია, ხოლო გვარაძე „სიონის“ ღირსებას იჯარის წესით დაიცავს, ბოლნისურ კლუბს სეზონის ბოლომდე დაეხმარება და 29-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

აღსანიშნავია, რომ რომ ორივე მათგანი „საბურთალოს“ საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია. 18 ტურის შემდეგ, „სიონს“ 22 ქულა აქვს, სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზეა და გაძლიერება აუცილებლად სჭირდება.