„სიონმა“ მოთამაშე უკრაინიდან დაიმატა #1TVSPORT
„სიონმა“ მოთამაშე უკრაინიდან დაიმატა #1TVSPORT

უკრაინაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო, ამ ქვეყნის საფეხბურთო გუნდი კიდევ ერთმა ქართველმა ფეხბურთელმა დატოვა. ლუკა კობერიძე კარიერას ბოლნისის „სიონში“ გააგრძელებს – ტრანსფერზე ინფრომაციას გერმანული სამენეჯერო ინტერნეტ-სააგენტოტრანსფერმარკტი“ ავრცელებს.

კობერიძის კლუბი, „არგო“ სოფელ შევჩენკოვკას გუნდია და უკრაინის პირველ ლიგაში თამაშობს. ამ გუნდის ღირსებას საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველი, აკაკი ხუბუტიაც იცავს. 27 წლის ლუკა კობერიძე ნახევარმცველია. კარიერა 2012 წელს ზუგდიდის „ბაიაში“ დაიწყო, მერე „ზუგდიდში“ გადავიდა. ასევე გამოდიოდა ლანჩხუთის „გურიაში“.

კობერიძის უკრაინული კარიერა 2016 წელს დაიწყო, როდესაც ჩერნიჰოვისდესნაში“ ჩაირიცხა, სადაც 2018 წლამდე თამაშობდა.შემდეგ გახდა ხარკოვის „მეტალისტი 1925“-ის მოთამაშე. 2019 წელს საქართველოში დაბრუნდა და ჯერ ქუთაისის „ტორპედოში“ თამაშობდა, შემდეგ – თბილისის „შევარდენი 1906“-ში, 2021 წელს კი უკრაინაში დაბრუნდა და „არგოში“ ჩაირიცხა.

ვებგვერდმა Sportarena-მა 2017/18 სეზონის პირველ ნახევარში კობერიძე სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა და პირველი ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრალურ ნახევარმცველად აღიარა. ანალიტიკურ კომპანია InStat-ის რეიტინგის მიხედვით, ის გახდა ტურნირის საუკეთესო საყრდენი ნახევარმცველი, კერძოდ, გადაცემის უჩვეულო სიზუსტის მაჩვენებელით – 93%. საერთო ეფექტურობით ლიგაში მე-3 ადგილი დაიკავა.