სიონმა ლიდერ შუქურას ქულები წაართვა
სიონმა ლიდერ შუქურას ქულები წაართვა

ეროვნული ლიგა 2-ში მე-7 ტური ქობულეთში დაიწყო – „ჩელე არენაზე” „შუქურამ” ბოლნისის „სიონს” უმასპინძლა და მიმდინარე სეზონში ქულები მეორედ დაკარგა.

ქობულეთელებმა თამაში კარგად დაიწყეს და ბრაზილიელი ნახევარმცველის, ჯერალდოს გოლით დაწინაურდნენ. თუმცა, 52-ე წუთზე სტუმართა თავდამსხმელმა ჯაბა უგულავამ ანგარიში გაათანაბრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 1:1.

ტურის დარჩენილი ოთხი შეხვედრა ორ დღეზე გადანაწილდა.

 

სამშაბათი, 11 აგვისტო

არაგვი – შევარდენი 1906

17:30. დავით პეტრიაშვილი – თბილისი

დინამო (ზგ) – რუსთავი

17:30. ცენტრალური – განმუხური

 

ოთხშაბათი, 12 აგვისტო

მერანი (მრ) – ვიტ ჯორჯია

17:30. მურთაზ ხურცილავა – მარტვილი

გაგრა – სამგურალი

17:30. მუხიანის სპორტული კომპლექსი