„სიონმა“ ლეგიონერი დაიმატა და ორი მოთამაშე გაუშვა #1TVSPORT
„სიონმა“ ლეგიონერი დაიმატა და ორი მოთამაშე გაუშვა #1TVSPORT
ბოლნისის „სიონში“ საკადრო ცვლილებები მოხდა – გუნდის მთავარ მწვრთნელად დანიშნული გიორგი დარასელია ორ მოთამაშეს შეელია, ერთი ლეგიონერი კი დაიმატა.
„სიონში“ აზერბაიჯანელი ლეგიონერი ითამაშებს – ორხან ალიევი გუნდში 9-ნომრიან მაისურს მოირგებს. 25 წლის გარემარბი „სუმგაითის“ გაზრდილია, აზერბაიჯანში ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, ბოლოს კი „ქარადაგში“ გამოდიოდა.
გუნდი ორ მოთამაშეს შეელია. „სიონის“ მაისურს აღარ მოირგებენ ბიძინა მახარობლიძე და დავით მეგრელიშვილი. ორივე მათგანთან ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა.
28 წლის ფლანგის შემტევმა მახარობლიძემ „სიონის“ მაისურით 2021 წლის სეზონში 14 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. 29 წლის მცველმა გუნდის მაისურით 19 შეხვედრა ჩაატარა.
დატოვე კომენტარი