„სიონმა“ გათამაშების ლიდერს ქულა წაართვა - კვარაცხელიამ მოედანი ნაადრევად დატოვა #1TVSPORT
„სიონმა“ გათამაშების ლიდერს ქულა წაართვა - კვარაცხელიამ მოედანი ნაადრევად დატოვა #1TVSPORT

სიონმა“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და გათამაშების ლიდერთან დაძაბულ ბრძოლაში ქულა მოიპოვა.

ეროვნულ ლიგაში მეორე წრე დაიწყო. მე-10 ტურის შეხვედრები გაიმართა. ბოლნისის „თამაზ სტეფანია – არენაზე“ „სიონმა“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და გათამაშების ლიდერთან დაძაბულ ბრძოლაში ქულა მოიპოვა.

პირველივე ტაიმში ბათუმელებს ორი ლიდერი დააკლდათ – ჯოვინო ფლამარიონი დაშავდა, კვარაცხელიას კი ფეხში მოარტყეს და შეცვლა თავად ითხოვა, თუმცა, სერიოზული არაფერია.

ბათუმელებმა მიზანს ამ დიდი დანაკლისის მიუხედავადაც მიაღწიეს. 44-ე წუთზე, ზურიკო დავითაშვილის ძალიან ეფექტური გადაცემა ირაკლი ბიძინაშვილმა კიდევ უფრო ეფექტური გოლით დააგვირგვინა – 0:1.

„დინამომ“ მეორე ნახევარში უპირატესობა დათმო და დაისაჯა – 83-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ თომა ტაბატაძე გავიდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:1.

10 ტურის შემდეგ ბათუმის „დინამო“ 23 ქულით ისევ ლიდერია და გორის „დილა“ (19) ვერ გადაასწრებს, ხოლო „სიონმა“ (10) „თელავს“ დაეწია.