„სიონმა“ „გარეჯი“ დაამარცხა #1TVSPORT
„სიონმა“ „გარეჯი“ დაამარცხა #1TVSPORT

ზაფხულის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში „სიონმა“ ამხანაგური შეხვედრა საგარეჯოს „გარეჯი 1960“-თან გამართა და მატჩი, რომელიც უხვგოლიანი გამოდგა, დამაჯერებლად მოიგო.

თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ბოლნისური გუნდი საგარეჯოს „გარეჯი 1960“-ს შეხვდა და 4:2 დაამარცხა. ბოლნისელებიდან თავი თომა ტაბატაძემ, გიორგი ტყეშელაშვილმა, ბიძინა მახარობლიძემ და ბექა გაბისკირიამ გამოიჩინეს, საგარეჯოელებდიან კი გოლები გიორგი ხარებაშვილისა და ვაჟა ქიქავას ანგარშზეა.

სიონმა“ მიმდინარე ჩემპიონატისთვის სამზადისი 15 ივლისს დაიწყო და პირველი ტესტ-მატჩიც თბილისში შეკრებაზე მყოფ სომხეთის პრემიერლიგელარარატ-არმენიასთან“ ჩაატარა და 0:3 დამარცხდა.

გიორგი დარასელიას გუნდმა მეორე ამხანაგური შეხვედრა „რუსთავთან“ გამართა და კორიფაძის, სიჭინავას და ღამბარაშვილის გოლებით 3:0 მოიგო. „სიონი“ ზაფხულის შეკრებაზე მორიგ ამხანაგურ მატჩს 28 ივლისს წყალტუბოს „სამგურალთან“ ჩაატარებს.

დატოვე კომენტარი