„სიონმა“ გამოცდილი სეფიაშვილიც დაიმატა
„სიონმა“ გამოცდილი სეფიაშვილიც დაიმატა

ბოლნისის „სიონი“ სეზონისთვის მზადებას აგრძელებს და მორიგი საკონტროლო შეხვედრა დაგეგმა – 14 თებერვალს, ვარლამ კილასონიას გაწვრთნილები „სპაერს“ დაუპირისპირდებიან.

ამ შეხვედრაში გუნდი კიდევ ერთ ახალწვეულს ათამაშებს – ბოლნისის „სიონის“ ღირსებას გამოცდილი მეკარე კოკა სეფიაშვილი დაიცავს. 34 წლის მეკარე თამაშობდა თბილისის „მერანში“, თბილისის „დინამოში“, ფოთის „კოლხეთში“, ბოლოს კი „სამტრედიაში“ ასპარეზობდა. კოკა გუნდს დღეს შეუერთდა. პირველი ვარჯიში გამართა და 14 თებერვალს, „სპაერთან“ დაგეგმილ ამხანაგურ შეხვედრაშიც ითამაშებს.

ცნობილი გახდა, რომ ბოლნისის „სიონს“ ახალი დირექტორი ჰყავს – საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველი ლევან სილაგაძე, რომელიც აქამდე „რუსთავში“ მუშაობდა.

„სიონი“ უკვე საკმაოდ გაძლიერდა, გუნდში სამი ცენტრალური ნახევარმცველი დაიმატეს – 25 წლის ლაშა ქოჩლაძე, 32 წლის თორნიკე გორგიაშვილი, 31 წლის დათა სიჭინავა. ასევე, დაიმატეს 31 წლის მცველი გიორგი კორიფაძე, 28 წლის შემტევი ბიძინა მახარობლიძე, 28 წლის უნივერსალი ავთო ენდელაძე, 25 წლის შემტევი არჩილ მესხი, 32 წლის ცენტრალური მცველი გურამ ადამაძე და საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი, 33 წლის გამოცდილი ფლანგის შემტევი სანდრო კობახიძე.

ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშება 1 მარტს დაიწყება. ჩემპიონატი ოთხ წრედ ჩატარდება და გუნდები 36 ტურს ითამაშებენ. ბოლნისური გუნდი, პირველი ტურის მატჩს, 2 მარტს, „რუსთავთან“ სტუმრად გამართავს.

დატოვე კომენტარი