„სიონმა“ 1:0 მოიგო - ბოლნისელებმა სეხნიაშვილი დაიმატეს #1TVSPORT
„სიონმა“ 1:0 მოიგო - ბოლნისელებმა სეხნიაშვილი დაიმატეს #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში დაბრუნებული ბოლნისის „სიონი“ ჩემპიონატისთვის მზადებას აგრძელებს. გიორგი დარასელიას გუნდი შეკრებას თბილისის ახალ ოლიმპიურ კომპლექსში გადის და პირველი საკონტროლო მატჩი გამართა.

მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, „სიონმა“ პირველი სპარინგ-მატჩი მესამე ლიგის წარმომადგენელთან, დუშეთის „არაგვთან“ გამართა და უჩვეულოდ შედეგიანი ფეხბურთი აჩვენა – გიორგი დარასელიას შეგირდებმა „არაგვს” 11 უპასუხო გოლი გაუტანეს.

სიონმა“ მორიგ სპარინგ-დღეს, 22 იანვარს, გორის „დილასთან“ გამართავს. ეროვნულ ლიგაში დაბრუნებული გუნდის და ეროვნული ჩემპიონატის მესამეადგილოსნის დაპირისპირებას რუსთავის საფეხბურთო ცენტრი უმასპინძლებს.

მზადების პარალელურად, ბოლნისის „სიონი“ დაკომპლექტებას აგრძელებს. გუნდის ღირსებას ზურაბ სეხნიაშვილი დაიცავს. 25 წლის მცველი 5 წელია, „ვიტ ჯორჯიაში“ თამაშობს. გასულ სეზონში სეხნიაშვილმა „ვეტერინარების“ შემადგენლობაში 33 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.