„სიონისა“ და „დილას“ დაპირისპირება ფრედ დასრულდა #1TVSPORT
„სიონისა“ და „დილას“ დაპირისპირება ფრედ დასრულდა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულმა ბოლნისის „სიონმა“ მოსამზადებელ ეტაპზე მესამე ამხანაგური შეხვედრა გორის „დილასთან“ გამართა. მატჩი, რომელიც რუსთავის ტექნიკურ ცენტრში შედგა, ფრედ 2:2 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ „სიონში“ ბევრმა ახალწვეულმა ითამაშა – ზაზა ციცქიშვილი, გიორგი გადრანი, ნემსაძე, გოდერძი მაჩაიძე, ბენგალა, ანატოლი მესიაჩენკო, ლუკა ჩაგანავა და ოთარ კვერნაძე. „დილაში“ ბევრი ახალი ფეხბურთელი გამოჩნდა – მეკარეები დემეტრე ბულისკირია და დავით ასათიანი, გიორგი ახალაძე, თამაზ მაქაცარია, თამაზ ცეცხლაძე, გიორგი ლომთაძე, დრამე, მუბარაკი, ლუკასი, ჩიბოტა.

ოთხივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა. 58-ე წუთზე ანგარიში ნიკა ხორხელმა გახსნა, 70-ე წუთზე კი, ახალგაზრდა ფეხბურთელმა, 17 წლის ლუკა ჩაგანავამ გამოიჩინა თავი. გორელებმა ანგარიში, 84-ე წუთზე, გიორგი ლომთაძის მიერ ზუსტად შესრულებული პენალტით შეამცირეს. მატჩის მიწურულს კი ონგოლი ჩიბოტამ ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრა ფრედ დაასრულა.


სიონი – დილა 2:2


გოლები: 1:0 ხორხელი (58), 2:0 ჩაგანავა (70), 2:1 ლომთაძე (84. პენ), 2:2 ჩიბოტა (89)

სიონი: სეფიაშვილი, ჯაფიაშვილი, გადრანი, ნემსაძე, მაჩაიძე, ბენგალა, გაბისკირია, ციცქიშვილი, სიჭინავა (კაპ), ტაბატაძე

მეორე ტაიმი: სეფიაშვილი, ჯაფიაშვილი (უგრეხელიძე ლაშა 60), სეხნიაშვილი, ნემსაძე (ტვილდიანი 60), კორიფაძე, ბენგალა (უგრეხელიძე გიორგი 60), გაბისკირია (მესიაჩენკო 60), ციცქიშვილი (ჩაგანავა 60), ხორხელი ნიკა (ღამბარაშვილი 60), სიჭინავა (რაფაელო 60), ტაბატაძე (კვერნაძე 60)

დილა: ბულისკირია, ჩიტეიშვილი, სანტოსი, ჭიჭინაძე, ახალაძე, მოსიაშვილი, გაგნიძე, დრამე, კაპანაძე, მაქაცარია, ღუდუშაური

მეორე ტაიმი: ასათიანი, პაპიაშვილი, ცეცხლაძე, ხუბულური, ლომთაძე, ღაღანიძე, სანაშვილი, მუბარაკი, ლუკასი, ჩიბოტა, გეგელაშვილი


 

დატოვე კომენტარი