„სიონის“ პლუს-მინუსები - ორი წავიდა, ერთი დაიმატეს
„სიონის“ პლუს-მინუსები - ორი წავიდა, ერთი დაიმატეს

ბოლნისის „სიონში“ საკადრო ცვლილებები გრძელდება. კლუბის გავრცელებულ ოფიციალურ ცნობაში მითითებულია, რომ გუნდი ორმა მოთამაშემ დატოვა და ერთი ახალწვეული ჰყავთ.

„სიონში“ ვაჟა ქიქავა და თამაზ მაქაცარია აღარ ითამაშებენ. ფეხბურთელებსა და კლუბს შორის შრომითი ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა.

ვაჟა ქიქავა „სიონში“ 2017 წლიდან გადავიდა და გუნდის ეროვნულ ლიგაში დასაბრუნებლად დიდი წვლილი შეიტანა. 23 წლის თავდამსხმელმა მაქაცარიამ კი „სიონის“ მაისური წლეულს მოირგო და ბოლნისელთა რიგებში 11 შეხვედრა ჩაატარა.

ახალწვეული ზურა ჯაფიაშვილი კი „სიონს“ უკვე შეუერთდა და საშემოდგომო ეტაპიდან ითამაშებს.
ცენტრალური მცველი ბოლოს „რუსთავში“ გამოდიოდა, თუმცა მისთვის „სიონი“ უცხო კლუბი არაა – ჯაფიაშვილს ბოლნისურ გუნდში აქამდეც უთამაშია.