„სიონი“ სეზონის განახლებისთვის მზადებას თბილისში დაასრულებს #1TVSPORT
„სიონი“ სეზონის განახლებისთვის მზადებას თბილისში დაასრულებს #1TVSPORT

„სიონმა“ ზაფხულის შეკრების სხვაგან გავლა ვერ მოახერხა, საშემოდგომო ეტაპისთვის ბოლნისში ემზადებოდა და საკონტროლო მატჩები გამართა.

ამ პერიოდში უჩა სოსიაშვილმა რამდენიმე ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა. დასკვნითი ტესტ-მატჩი კი, „თბილისის სითის“ წინააღმდეგ გამართა და მეტოქე დამაჯერებლად – 3:0 დაამარცხა.

გუნდი მზადებას თბილისში გააგრძელებს და 6 აგვისტოს დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 1/16 ფინალურ ეტაპზე, „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე, „დინამო თბილისი 2“-ს დაუპირისპირდება.

ბოლნისელები ეროვნული ლიგის საშემოდგომო ეტაპსაც „დინამო თბილისთან“ მატჩით გახსნიან, ოღონდ, მთავარ გუნდთან. „სიონი“ თბილისელებს 13 აგვისტოს ეროვნული ლიგის 21-ე ტურის შეხვედრაში „დინამო არენაზე“ ესტუმრება.